ახალი ტექნოლოგიები

  ხელოვნური თვალი
 
ხელოვნური
 ორგანოები ჯერ კიდევ ახლო წარსულშიწარმოუდგენელი მოვლენა იყოუახლესმალაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურარომ ისრაც ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა შესაძლოარეალობად იქცესასეთი რევოლუციური მიგნებაა ხელოვნური თვალის გადანერგვაერთი სანტიმეტრისხელოვნური თვალის სენსორი ინერგება პირდაპირბადურის ქვეშ და ოპტიკური რეცეპტორებისშემცვლელის ფუნქციას ასრულებსტიუბინგენისთვალის კვლევითი ინსტიტუტის ექიმებმა ჩიპის კლინიკური ცდები განახორციელეს დაშთამბეჭდავი შედეგებიც მიიღესპირველი ოპერაციები სამ უსინათლო პაციენტს ჩაუტარდა.ასეთი ხელოვნური ბადურის გადანერგვიდან  რამდენიმე დღეში პაციენტებმა  ოთახშისაგნების გარჩევა დაიწყესმოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა შეძლო მაგიდაზე მომცროზომის ობიექტების  იდენტიფიცირებაგადაადგილება და შენობაში  დამოუკიდებლადსიარულიმან ასევე მოახერხა  ნაცრის ფრის შვიდი ტონალობის გარჩევა და ოთახის საათისსაშუალებით დროის განსაზღვრა.
იმპლანტანტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობსრომ აქამდე ვერავინ შეძლოდამუშავებული ინფორმაციის ელექტრონული სენსორიდან თვალის ნერვის გავლით თავისტვინში გადაცემაყველა წინა მოდელი დისფლეიზე მხოლოდ გამოსახულების პროეცირებასახდენდაახალი მოწყობილობის შექმნას ოფტალმოლოგები ამ დარგში ნამდვილ გარღვევადმიიჩნევენ და უკვე გეგმავენ სენსორის საფუძველზე მთლიანი ფუნქციური ბიონური თვალისდამზადებას.
  ხელოვნური ფილტვი

დახვეწილი ბიოსიმულატორების დახმარებით მერიკელმა 
მკვლევარებმა შექმნეს ახალი აგებულებისვირთხის ხელოვნური ფილტვირომელიც 95%-ითარის მიახლოებული ვირთხის ბუნებრივ ფილტვთან.მას გააჩნია ნამდვილი ფილტვის მაგვარი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სისტემა და  ჟანგბადის ნახშიროჟანგადგარდაქმნის უნარიამ კვლევის საბოლოო მიზანიახელოვნური ფილტვის ისეთ ზომამდე გაზრდარომმოხერხდეს ადამიანის დაავადებული ფილტვების ჩანაცვლებარაც შვებას მოუტანსფილტვის სიმსივნითა და ამ ორგანოს სხვა პათოლოგიებით შეწუხებულ  პაციენტებს
 რობოტები
 
გასულ წელს გამომგონებლებმა შეიმუშავეს   სხვადასხვაახალი ტიპის რობოტიგამოფენაზე Sigapore Robotcup 2010 წარმოდგენილი იყო  ორი სოციალური რობოტი -ოლივია და ლუკასიპროგრამის წესების თანახმად ამმანქანებს შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა.ოლივია  შინამოსამსახურის ან პირადი მდივნისფუნქციას ასრულებსუკრავს სხვადასხვა მუსიკალურინსტრუმენტზეაკონტროლებსელექტრომოწყობილობების მუშაობას და პასუხობსსატელეფონო ზარებსლუკასს  შემქმნელებმა გიდისა დაოფიციანტის ფუნქცია დააკისრესრობოტი მსურველსმიართმევს სასმელსა და საკვებსმიაწვდის საჭიროინფორმაციას და შეასრულებს სხვადასხვასამომხმარებლო სამუშაოებს
ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამუშავეს რობოტების ახალი კლასი, რომლებსაც შეუძლიათ კითხვა და წაკითხულის არსის გაგება. ეს ე.წ „ხელოვნური ინტელექტი“  სასარგებლო იქნება დაზვერვაში, როგორც აქტიური დამხმარე პერსონა ტექსტური ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში. ასე მაგალითად, რობოტი სახელით მარჯი, რომელიც სიმბოლოთა ოპტიკური ამოცნობის მოწინავე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, წარმატებულად კითხულობს სიტყვებს და საიტების სიახლეების სკანირებას ახდენს, რათა დაადგინოს მათი ზუსტი მნიშვნელობა. მაგალითად, მას უკვე შეუძლია გამოარკვიოს, რომ “ბარკლაუსი”- ეს არის ბანკი, “სტრადა” კი - ცნობილი რესტორანი. 

ერთერთ რობოტს კი თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “სამუშო ადგილების ტერმინატორი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის”. საქმე ისაა, რომ სამხრეთ კორეა 30,000 უცხოელ ინგლისური ენის მასწავლებელს ასაქმებს  სკოლებში და შესაბამისად ამ მასწავლებლების შენახვა სამხრეთ კორეისთვის დიდი ხარჯია. ქვეყნის მთავრობამ მოიფიქრა, რომ სკოლებში ბავშვებს უცხო ენა შეასწავლონ ინგლისურენოვანი რობოტის საშუალებით. გასულ წელს სამხრეთ კორეის რამოდენიმე სკოლაში უკვე დაინერგა ეს პროექტი და საკმაო წარმატებითაც. ამ წლის ბოლოსთვის კორეის მთავრობა კიდევ 18 სკოლაში გეგმავს პროექტის განხორციელებას. ეს პატარა „ანდროიდები“ გაცილებით კონკურენტუნარიანს ხდიან სამხრეთ კორეელ ბავშვებში ინგლისური ენის შესწავლას. გასაკვირი არაა, რომ ამ ფაქტმა ინგლისური ენის მასწავლებლები შეაშფოთა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ რობოტმა შესაძლოა სერიოზული დაპირისპირებები გამოიწვიოს.

No comments:

Post a Comment